გადაწერე ვეფხისტყაოსანი - ახალციხე / ვარძია
15 - 16 მაისს, ახალციხესა და ვარძიაში, შოთა რუსთაველის დღე მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობებით აღინიშნა. 15 მაისს, რაბათის ციხის ტერიტორიაზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, რეგიონის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების გადაწერაში. 16 მაისს, კი „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები ვარძიის ტერიტორიაზე გადაწერეს. პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია - მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი“, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან - 26 მაისის ჩათვლით „იმოგზაურებს“. 21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება. პოემის გადაწერა საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
რუსთაველის დღეები ახალციხეში „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“
culturegovge culturegovge
„გადაწერე ვეფხისტყაოსანი“- რუსთაველის იუბილესადმი მიძღვნილი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ - შოთა რუსთაველის საიუბილეო წლის ა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ ზუგდიდში
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ზუგდიდში ,,ვეფხისტყაოსანი" გადაწერეს
Radio Atinati
„მოამბე“ 20 საათზე, პირველი ივნისი, 2017 #Live
პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო"
culturegovge culturegovge
"სიახლეები" - პროექტი "გადაწერე ვეფხისტყაოსნის ერთი სტროფი"
Artareatv