რუსთაველის დღეები ახალციხეში „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“
15-16 მაისს, ახალციხეში, შოთა რუსთაველის დღე მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობებით აღინიშნება. 15 მაისს, რაბათის ციხის ტერიტორიაზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, რეგიონის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების გადაწერაში. პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია - მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი“, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან - 26 მაისის ჩათვლით „იმოგზაურებს“. 21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება. პოემის გადაწერა საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება. ახალციხეში რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ასევე მოეწყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, სხვადასხვა ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანებისა და სომხურ ენაზე გამოცემული ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაციები; მხატვარ ქეთი მატაბელის, ახალგაზრდა მხატვრების და ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენა, „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა და საჯარო სკოლებში ღია გაკვეთილები თემაზე - რუსთაველი ლადო გუდიაშვილისა და სერგო ქობულაძის შემოქმედებაში. მოეწყო მეცნიერების (რუსთველოლოგების) - ირმა რატიანის, მაკა ელბაქიძის, ივანე ამირხანაშვილის, ნესტან სულავას, მწერალთა კავშირისა და შოთა რუსთაველის ფონდის თავმჯდომარეების - მაყვალა გონაშვილისა და ავთანდილ ბერიძის შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, სტუდენტებთან, უფროსკლასელებთან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულ სტუმრებთან; შოთა რუსთაველის თემატიკაზე გაიმართა სემინარი და ინტერაქციის რეჟიმში შედგა დიალოგი მკითხველთან. ღონისძიება ფოლკლორული ანსამბლის „მესხეთი“ და მომღერალ ნეკა სებისკვერაძის კონცერტით დასრულდა. ახალციხეში რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში იმართება, რომლის მხარდამჭერიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა. ადგილობრივ ბიბლიოთეკებს საჩუქრად სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნებიც გადაეცა. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
ქართული დიასპორის დღეები
culturegovge culturegovge
ქართული დიასპორის დღეები
culturegovge culturegovge
საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეები ტარდება
culturegovge culturegovge
გამოთხოვება მარინა ჯანაშიასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაკედონიის კინოს დღეები თბილისში
Artareatv
"გრძელი ნათელი დღეები" ოსკარისთვის იბრძვის
Music Box
"გრძელი ნათელი დღეები" - პრემიერა
Music Box