საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ხორციელდება სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის ფარგლებშიც გაიმართება რიგი ღონისძიებები ეთნიკური უმცირესებობებით დასახლებულ რეგიონებში (მარნეული - 15 მაისი, ახალციხე - 7 ივნისი, ნინოწმინდა - 5 ივლისი, გარდაბანი - 21 სექტემბერი).
15 მაისს, მარნეულში გაიმართა შოთა რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, დედაქალაქიდან ჩასული ცნობილი მეცნიერების (რუსთველოლოგების), მათ შორის მაკა ელბაქიძის, ივანე ამირხანაშვილის, ოქტაი ქაზუმოვის, მწერალთა კავშირის, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარეების და წარმომადგენლების - ბაღათერ არაბულის, მაყვალა გონაშვილის, ავთანდილ არაბულის, გიორგი გოგოლაშვილის შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, სტუდენტებთან, უფროსკლასელებთან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულ სტუმრებთან. გაიმართება სემინარი შოთა რუსთაველის ფენომენის მნიშვნელობაზე. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სსიპ მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში დაცული, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების, აგრეთვე სამინისტროს ხელშეწყობით, აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე გამოცემული ქართველი მწერლების ნაწარმოებების, მხატვარ ქეთევან მატაბელის, ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენები. გაიმართა „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით და საჯარო სკოლებში ღია გაკვეთილი თემაზე „რუსთაველი ლ. გუდიაშვილის შემოქმედებაში.
პროექტის მუსიკალური ნაწილი : მომღერალი ნეკა სებისკვერაძე (კვარტეტი). აშუღი ნარგილე და მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „იბერია“.
ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკას გადაეცა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.
http://mcs.gov.ge