პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო’’ მარნეულში

04/25/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

23 აპრილს, მარნეულის კულტურის ცენტრში, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო’’ ფარგლებში, თანამედროვე მწერლები - გიორგი ლობჟანიძე, გურამ მეგრელიშვილი და ოქტაი ქაზუმოვი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
მწერლებმა მოსახლეობას საკუთარი ნაწარმოებები გააცნეს; საუბარი შეეხო ლიტერატურული პროცესების განვითარების მნიშვნელობას და ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, კულტურული დიალოგის გაღრმავების დადებით გავლენას; ინტერაქციის რეჟიმში მწერლებმა გამართეს დიალოგი ადგილობრივ მკითხველებთან.
პროექტის ფარგლებში მოეწყო „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ მიერ აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე ნათარგმნი ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაციაც, ასევე, ახალი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენება და ადგილობრივი ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადაეცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.
ღონისძიებებში ჩართული იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის რექტორის, მუსიკოს რეზო კიკნაძის ბენდი.



http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან