პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“
11 ოქტომბერს, ნინოწმინდის კინოთეატრში, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში, ქართველი მწერლები - ანა კორძაია-სამადაშვილი, ზურაბ ქარუმიძე და პაატა შამუგია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საკუთარი ნაწარმოებები გააცნეს. შეხვედრის დროს, საუბარი შეეხო ლიტერატურული პროცესების განვითარების მნიშვნელობასა და ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, კულტურული დიალოგის გაღრმავების დადებით გავლენას; ინტერაქციის რეჟიმში მწერლებმა ადგილობრივ მკითხველთან დიალოგი გამართეს; პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით და გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით ხორციელდება. • ლიტერატურული საღამო სოფელ დიცში (27 ოქტომბერი); • თბილისში - ფოლკლორის ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“, სოფელ დიცში ნაჩვენები იქნება ლევან თუთბერიძის ფილმი „მოირა“. ფილმზე მუშაობა 2015 წელს დასრულდა და მისი მსოფლიო პრემიერა A კლასის საერთაშორისო კინოფესტივალებზეა დაგეგმილი; • ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის სწავლების ხელშესაწყობად, პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი, ორენოვანი კომპიუტერული შემეცნებით-გასართობი პროგრამის პრეზენტაციას. ქართულ-სომხურენოვანი და ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი მეგა თამაშები, სახელწოდებით ,,ერთიანი საქართველო“, ეროვნულ უმცირესობათა კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. თამაშები ქართული ანბანის, მუსიკის, მხატვრობის, ლიტერატურის, გეოგრაფიის შესახებ ვრცელ ინფორმაციას მოიცავს და ახალგაზრდებს ქართული ისტორიისა და კულტურის შესწავლაში, საერთო ცნობიერების ჩამოყალიბებასა და ინფორმირებულობის ამაღლებაში დაეხმარება. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
პროექტი "მრავალფეროვანი საქართველო"
alexandre grigalashvili
პროექტი "მრავალფეროვანი საქართველო"
alexandre grigalashvili
პროექტი "მრავალფეროვანი საქართველო"
alexandre grigalashvili
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო’’ მარნეულში
culturegovge culturegovge
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ ახალციხეში
culturegovge culturegovge
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ პანკისში
culturegovge culturegovge
პროექტი "მრავალფეროვანი საქართველო"- Vagif Mustafazadeh Anni...
alexandre grigalashvili
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ მარნეულში
Municipality of Marneuli