ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი "რაბათი"
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი „რაბათი“, ახალციხეში, რაბათის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე ოფიციალურად 11 ივნისს, 15:00 საათზე გაიხსნება. წელს, ფესტივალი საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმისა და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით, პროექტის „Check In Georgia” ფარგლებში იმართება. ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალზე ადგილობრივი და მოწვეული ხალხური ოსტატები და სახელოსნოები რაბათის ქვედა ციხის ტერიტორიაზე თანამედროვე ხალიჩურ ნაწარმს წარმოადგენენ. ჩატარდება მატყლის დამუშავების, დართვის და ნართის ღებვის დემონსტრაცია. ხალიჩების გალერეები მოაწყობენ გამოფენა-გაყიდვას. იმუშავებს 20-მდე პავილიონი, სადაც გამოფენილი იქნება მრავალფეროვანი ხალიჩური ნაწარმი სხვადასხვა ქვეყნიდან. საინფორმაციო პავილიონში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ხალიჩურ ნაწარმზე, გაესაუბრონ ექსპერტებს, ნახონ დოკუმენტური ფილმები და დაათვალიერონ ლიტერატურა სხვადასხვა ხალიჩურ ნაწარმზე; გადაიღონ ოჯახური პორტრეტები ხალიჩის ფონზე და ა.შ. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი „რაბათი“
culturegovge culturegovge
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი ”რაბათი”
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი ”რაბათი”
culturegovge culturegovge
ასე გამოიყურება რესტავრირებული რაბათი
TV IMEDI
ხორცი ქრისტესი 2020 რაბათი
ანსამბლი საგანძური
მოგზაურობა ისტორიულ წარსულში რაბათი
Kartlos Samarguliani
პრეზიდენტი რაბათში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
კეღოშვილები გასირნება ახალციხეში ,,რაბათი'' - kegoshvilebi g...
ანსამბლის არხი • Ansamblis Arkhi