30 მაისს, კულტურის სამინისტროში მოეწყო პრესკონფერენცია ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით, რომელიც 10, 11 და 12 ივნისს ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე გაიმართება.
პრესკონფერენციას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი ანა რაბოშენკო, ხალიჩების ფესტივალის დირექტორი ნინო ყიფშიძე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ირინა კოშორიძე და მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დირექტორი ლეილა ალიევა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი „რაბათი“, ახალციხეში, რაბათის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე ოფიციალურად 11 ივნისს, 15:00 საათზე გაიხსნება.
წელს, ფესტივალი საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმისა და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით, პროექტის „Check In Georgia” ფარგლებში იმართება.
http://culture.gov.ge/