„მრავალფეროვანი საქართველოს“ შეხვედრა ახალციხეში

18.11.2018 01:16

პირველი არხის ჯგუფი „მრავალფეროვანი საქართველო“ ახალციხეში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას შეხვდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდებასთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებების გატარება დაიწყო. ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, მთავარი საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ 21:00 საათზე სინქრონულად ითარგმნება და სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება აზერბაიჯანულ და  სომხურ ენებზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯგუფი „მრავალფეროვანი საქართველო“ ასევე ახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტს. ჯგუფის მუშაობის ძირითადი ამოცანაა, საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოებულ მედიაპროდუქტებში მათი ინტეგრირება. აზერბაიჯანული და სომხურენოვანი მედიაპროდუქტები შეგიძლიათ იხილოთ ონლაინ პლატფორმაზე 1tv.ge ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო