MOE: ბორჯომში კამპანია ,,ჩემი გარემოს'' აღსანიშნავად ღონისძებები გაიმართა


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
ბორჯომში გარემოს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. გარემოსდაცვითი კამპანიის „ჩემი გარემოს\" ფარგლებში, ღია ცის ქვეშ გამოფენა მოეწყო და ახალგაზრდული აქციები ჩატარდა.
ბორჯომში გამართულ ღონისძიებებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - ხათუნა გოგალაძე, UNDP-ის ხელმძღვანელი საქართველოში - ნილს სკოტი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სტუმრებმა მოინახულეს სოფელი დაბა, სადაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, UNDP-სა და ფინეთის მთავრობის ხელშეწყობით 2008 წლის კონფლიქტის დროს გადამწვარი 40 ჰექტარი ტყის აღდგენა მიმდინარეობს. ღონისძიებები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა (UNDP).

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან