MOE: ქერქიჭამიას საწინააღმდეგოდ ბორჯომში 5160 ცალი მწერსაჭერი (ფერომონი) დამონტაჟდა
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო შარაშიძემ და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა მავნებელი-მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებათა მიმდინარეობა ადგილზე შეამოწმეს. 2011 წელს სამცხე-ჯავახეთში წიწვოვანი კორომების მასობრივი ხმობა გამოვლინდა. სატყეო პათოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა ძირითადი ზიანის მომტანი მავნებელი - მბეჭდავი ქერქიჭამია. სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით ეროვნულმა სატყეო სააგენტომ დაგეგმა დაზიანებული ტყის აღდგენისა და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებები, მათ შორის: ფერომონების (მწერსაჭერების განთავსება), მონიტორინგი და სანიტარული ჭრების განხორციელება. ფერომონი მავნე მწერის ბიოლოგიის შესაბამისად დამუშავებული პრეპარატიანი მწერსაჭერია. მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ გამოიყენება „იპსოვიტიანი" მწერსაჭერი. ფერომონის მოქმედების პრინციპია მამრი მწერების მიზიდვა და დაჭერა, რითაც მავნებლის რიცხოვნობის შემცირებასთან ერთად ხდება გამრავლების თავიდან აცილება და პოპულაციის შესუსტება. 5160 ცალი მწერსაჭერის (160 ცალი მწერსაჭერის კომპლექტი ეროვნულ სატყეო სააგენტოს გადმოეცა კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის - CENN მიერ) განთავსება დაგეგმილია ადიგენის, ასპინძა-ახალქალაქის, ბორჯომ-ბაკურიანის და ახალციხის სატყეო უბნების წიწვოვან კორომებში, აგრეთვე განხორციელდება მავნებლით დაზიანებული, გამხმარი ხეების მონიშვნისა და მოჭრის ღონისძიებები. სამუშაოებში აგრეთვე ჩაერთვება ადგილობრივი მოსახლეობა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...
მსგავსი ვიდეოები
MOE: ბორჯომში ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლა ფერომონების გამო...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ბორჯომში მავნებელი-მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძო...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ბორჯომის ტყეში ფერომონების (მწერსაჭრების) განთავსება და...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: სტიქიის პრევენციისთვის შექმნილი შტაბის სხდომა ქუთაისში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მართვაზე წყალ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო