MOE: ბორჯომში მავნებელი-მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებები დაიწყო

30.06.2013 01:10

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო შარაშიძემ და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა მავნებელი-მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებათა მიმდინარეობა ადგილზე შეამოწმეს. 2011 წელს სამცხე-ჯავახეთში წიწვოვანი კორომების მასობრივი ხმობა გამოვლინდა. სატყეო პათოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა ძირითადი ზიანის მომტანი მავნებელი - მბეჭდავი ქერქიჭამია. სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით ეროვნულმა სატყეო სააგენტომ დაგეგმა დაზიანებული ტყის აღდგენისა და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებები, მათ შორის: ფერომონების (მწერსაჭერების განთავსება), მონიტორინგი და სანიტარული ჭრების განხორციელება. ფერომონი მავნე მწერის ბიოლოგიის შესაბამისად დამუშავებული პრეპარატიანი მწერსაჭერია. მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ გამოიყენება „იპსოვიტიანი" მწერსაჭერი. ფერომონის მოქმედების პრინციპია მამრი მწერების მიზიდვა და დაჭერა, რითაც მავნებლის რიცხოვნობის შემცირებასთან ერთად ხდება გამრავლების თავიდან აცილება და პოპულაციის შესუსტება. 5160 ცალი მწერსაჭერის (160 ცალი მწერსაჭერის კომპლექტი ეროვნულ სატყეო სააგენტოს გადმოეცა კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის - CENN მიერ) განთავსება დაგეგმილია ადიგენის, ასპინძა-ახალქალაქის, ბორჯომ-ბაკურიანის და ახალციხის სატყეო უბნების წიწვოვან კორომებში, აგრეთვე განხორციელდება მავნებლით დაზიანებული, გამხმარი ხეების მონიშვნისა და მოჭრის ღონისძიებები. სამუშაოებში აგრეთვე ჩაერთვება ადგილობრივი მოსახლეობა.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: ბორჯომში ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლა ფერომონების გამოყენებით დაიწყო
01:17

MOE: ბორჯომში ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლა ფერომონების გამო...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ბორჯომის ტყეში ფერომონების (მწერსაჭრების) განთავსება დაიწყო
01:23

MOE: ბორჯომის ტყეში ფერომონების (მწერსაჭრების) განთავსება და...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ქერქიჭამიას საწინააღმდეგოდ ბორჯომში 5160 ცალი მწერსაჭერი (ფერომონი) დამონტაჟდა
01:01

MOE: ქერქიჭამიას საწინააღმდეგოდ ბორჯომში 5160 ცალი მწერსაჭერ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები
00:47

MOE: ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები
01:05

MOE: ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ბორჯომში კამპანია ,,ჩემი გარემოს'' აღსანიშნავად ღონისძებები გაიმართა
01:11

MOE: ბორჯომში კამპანია ,,ჩემი გარემოს'' აღსანიშნავად ღონისძე...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ბორჯომში აქციის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა
01:30

MOE: ბორჯომში აქციის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ბორჯომში, ნეძვის აღკვეთილის დაცულ ტერიტორიაზე ხეების მოჭრის ფაქტი დაფიქსირდა
00:53

MOE: ბორჯომში, ნეძვის აღკვეთილის დაცულ ტერიტორიაზე ხეების მო...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო