ენმ: თაუნ პარკი მოქალაქეების ფულს იპარავს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლები შპს „თაუნ პარკს“, რომელმაც ქალაქში პარკირების ადგილები მოაწყო, მოქალაქეების ფულის მოპარვაში ადანაშაულებენ. ოფისის ხელმძღვანელის ანა წითლიძის თქმით, შპს-მ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. „ბიუჯეტში თანხა „ტაუნ პარკს“ ყოველ სამ თვეში ერთხელ უნდა შეეტანა. ჩვენ ამ თემაზე მოკვლევლევა დავიწყეთ ოქტომბრის თვეში და აღმოვაჩინე , რომ მათ ბიუჯეტში ამ დრომდე არა აქვთ შეტანილი თანხა, რაც დაახლოებით 100 ათასი ლარს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ მივწერეთ ახალნდელ მერიას, რომლისგანაც მივიღეთ პასუხი, რომ „თაუნ პარკი“ უკვე გააფრთხილეს“, - თქვა წითლიძემ. მისი მტკიცებით, ეს კორუფციული სქემაა, რომელსაც სამეგრელო- ზემო სავნეთის გუბერნატორი ლევან შონია კურირებს, რადგან ეს ბიზნესი მისი ახლობლების არის. სამხარეო ადმინისტრაციაში ბრალდებას სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ გუბერნატორს ამ საკითხთან შეხება არა აქვს და ეს მერიის პრეროგატივაა. თავის მხრივ მერიაში გვითხრეს, რომ მოკვლევა მიმდინარეობს. რადიო „ათინათი“ კომპანიის საკონტაქტო პირს ნიკო შელიას დაუკავშირდა, მაგრამ ის ჩვენს სატელოფონო ზარებს არ პასუხობს. კომპანიას ტერიტორიები ათწლიანი იჯარით აქვს აღებული. ადგილობრივ ბიუჯეტში „თაუნ პარკმა“ ყოველწლიურად 203 000 ლარი უნდა შეიტანოს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
TI-ს შეხვედრა, შენიშვნები „თაუნ პარკს“, რეკომენდაციები და წა...
Radio Atinati
ოპოზიცია „თაუნ პარკის“ საკითხის შესწავლას ითხოვს
Radio Atinati
ზუგდიდის საკრებულომ „თაუნ პარკისთვის“ ტერიტორიის გადაცემას მ...
Radio Atinati
ენმ: ზუგდიდში კორუფციულ გარიგებებზე პროკურატურამ გამოძიება დ...
Radio Atinati
ზუგდიდში ენმ-მ თვითმმართველობის საქმიანობის 100 დღე შეაფასა
Radio Atinati
ენმ: "ქართული ოცნება" ამომრჩეველზე ზეწოლას თავდაცვის სამინის...
Radio Atinati
„ენმ“ ქობალიას ქუჩისთვის სახელის გადარქმევას პოლიტიკურ ქმედე...
Radio Atinati
ენმ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრას არ დაესწრ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi