TI-ს შეხვედრა, შენიშვნები „თაუნ პარკს“, რეკომენდაციები და წარმომადგენლის პასუხები

06/25/2018
Radio Atinati-ის მიერ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ ოფისში ზუგდიდში არსებულ პარკირების სისტემასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა, რომელსაც კომპანიის წარმომადგენელი, ადგილობრივი ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების დაესწრნენ.

შეხვედრაზე პარკირების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და ხარვეზებზე ისაუბრეს. საკრებულოში ფრაქცია „ენმ“-ის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ განაცხადა, რომ კომპანიასთან დაკავშირებით კითხვები ჯერ კიდევ მასინ არსებობდა, რომ აუქციონის პირობები, მიის მტკიცებით, სწორედ „თაუნ პარკს“ მოარგეს და სხვა კომპანიებს კონკურსში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ. აღნიშნული კატეგორიულად უარყო საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ და დასძინა, რომ დღეს პარკირების სისტემაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას გრძნობს და იზიარებს. გარდა ამისა, წითლიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ, მისი ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენელი ნიკო შელია დავით შენგელიას ნათლულია, თუმცა წოწერიამ მის საპასუხოდ თქვა, რომ ეს არსებითი არ არის, რადგან მთავარია იმ ხარვეზების აღმოფხვრაა, რაც ამ შემთხვევაში პარკირების სისტემაში არსებობს. თავად „თაუნ პარკის“ წარმომადგენელმა კი თქვა, რომ ნიკა შელიას საერთოდ არ იცნობს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან