გამომცხვარი ღორის მუცელი | შეფი ლევან კობიაშვილი

11/13/2021
Taste Corporation-ის მიერ

🥳შეფ ლევანი დაგვიბრუნდა და პირდაპირ შეფ ქეივის სამზარეულოში მოვიდა თქვენთვის ახალი რეცეპტის სასწავლებლად.

🥩🍷მარტივი რეცეპტი, გემრიელი ღვინით და ბევრი ხრაშუნი,

არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და ზარის ღილაკის გააქტიურება.

#გამომცხვარი #ღორი #მუცელი

Elit Electronics • ელიტ ელექტრონიქსი
Bosch Home
ევროპროდუქტი • Europroduct
Blauenstein/ბლაუენშტაინი
ვისმინო • Vismino
DIKA / დიკა

გამოგვყევი:
instagram: https://www.instagram.com/chef.cave/​​
facebook: https://www.facebook.com/chef.cave​​
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?​​​

__________________________________________

ღორის მუცელი
ხახვი
ნიორი
ქლიავი
კარაქი
მარილი
მიკრო მწვანილები
წიწაკა
ქინძი
ოხრახუში

დავიწყოთ ღორის მუცლის დამუშავებით. მივცეთ სასურველი ფორმა საცხობი ფორმისთვის. მოვათავსოთ საცხობ ფორმაზე. ქვემოდან ხორცის ნაჭერი მთლიანად საცხობი ფოლგით ამოვავსოთ და ზემოდან მოვაყაროთ ნესტიანი მარილი, რომ მთლიანად დაიფაროს. შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე ერთი საათით.

ამასობაში გადავიდეთ სოუსის მომზადებაზე.
წვრილად დავჭრათ წითელი ხახვი, 2 კბილი ნიორი, ქლიავის ჩირი, 1 ცალი მწვანე წიწაკა და ცოტაოდენი ქინძი.
დავიწყოთ ხახვის და ნიორის მოთუშვა ზეთთან და კარაქთან ერთად. ოდნავ მოთუშვის შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი მწვანე წიწაკა, დავუმატოთ ქლიავის ჩირი, ცოტაოდენი სვანური მარილი და საქონლის ბულიონი. დაველოდოთ წამოდუღებას და შემდეგ კარგად დავაბლენდეროთ.
ამის შემდეგ სოუსი გადავწუროთ, დავუმატოთ ცოტა ბულიონი და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ და შემდეგ დავუმატოთ ქინძი. ცეცხლიდან გადმოდგმისას დავუმატოთ ცოტაოდენი ქარაქი და მორევით მთლიანად გავხსნათ. სოუსი მზადაა, დაველოდოთ ხორცის გამოცხობას.
ერთი საათის შემდეგ მოვაცალოთ მარილის ზედაპირი და შევაბრუნოთ ღუმელში 15 წუთით 250 გრადუსზე.
პარალელურად სოუსი კიდევ ერთხელ გადავწუროთ.
კერძი მზადაა . გემრიელად მიირთვით !!!

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან