ხაჭაპური, როგორც კულტურული მემკვიდრეობა - ზუგდიდელი დიასახლისის რეცეპტები
რძე, ზეთი, ფქვილი, საფუარი, მარილი და ყველი ამ ინგრედიენტებს ზუგდიდელი მზია კანკია მეგრული ხაჭაპურის გამოსაცხობად იყენებს. დიასახლისი ყვება, რომ ტრადიციული კერძი დედის რეცეპტით პირველად 17 წლის ასაკში გამოაცხო, მას შემდეგ გაიწაფა. ახლა კი მის მოსამზადებლად სხვადასხვა მეთოდებს იყენებს. „მეგრული ხაჭაპურის ცომი ძირითადად რძით მზადდება. ძველად მას ყველის ამოყვანის შემდეგ მორჩენილი შრატითაც აკეთებდნენ. ზედმეტი დამატებები არ სჭირდებოდა, ცხვებოდა კეცზე, კეცზე გამომცხვარი განსაკუთრებულად გემრიელია. ამას დღეს ჩვეულებრივი ქურებით ვერ მივაღწევთ“, - ამბობს მზია კანკია. დიასახლისი აუცილებლად სოფლის რძეს ყიდულობს და ამბობს, რომ ხაჭაპურისთვის იდეალურია ახალი ჭყინტი ყველი, რომელსაც საგულდაგულოდ არჩევს. შემდეგ კი ფაფუკ ცომს ამზადებს. ცხობისას განწყობაზეც ზრუნავს, რადგან თვლის, რომ გაბრაზებულ ქალს, რაც არ უნდა მოინდომოს, გემრიელი კერძი არ გამოუვა. დღესასწაულებზე და მცირე სტუმრიანობის დროსაც კი ოჯახში ხაჭაპურის გარეშე სუფრა არ იშლება. ღომის და ელარჯის შემდეგ მას საპატიო ადგილი უჭირავს. არც მოულოდნელად მოსული სტუმარი რჩება იმედგაცრუებული, მისთვის დიასახლისს სახელდახელო რეცეპტი აქვს. „ამ დროს არის ხოლმე მაწვნის ცომი, მარტივად და უცებ მზადდება. სტუმარსაც არ უწევს ლოდინი, საფუარის გარეშე მზადდება: მაწონი, ცხიმი, ზეთზე გაკეთებული უფრო მსუბუქია, ის უფრო მარტივად ამოდის,სოდით“, - თქვა მან. მზია კანკია თვლის, რომ ხაჭაპური ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა უნდა დააგემოვნოს, მით უმეტეს, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ხაჭაპურის საკუთარი ვერსია აქვს. „არ ვიცი ვინ გამოაცხო პირველმა ხაჭაპური, მეგრელებმა, იმერლებმა, აჭარლებმა, გურიაშიც არის საშობაო ღვეზელი ყველით და კვერცხით. საქართველოს ყველა კუთხეში განსხვავებულად ამზადებდნენ და ამიტომ არის ჩვენთვის ასე ტრადიციული“, - გვიყვება დიასახლისი. თვლის, რომ კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭება არამხოლოდ ხაჭაპურის, არამედ, ზოგადად, მეგრული სამზარეულოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. (ან ცნობადობას გაზრდის). კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს „ხაჭაპურის ტრადიციას საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
დალი ცატავა მეგრულ ხაჭაპურზე
Radio Atinati
„ღანდამ“და მზის ფორმის სარიტუალო ხაჭაპური სამეგრელოდან
Radio Atinati
მესხეთის სამზაარეულო - სოფელ ჭობარეთში გასტრონომიული მოგზაურ...
როუზ პრევეტმა ვაშინგტონს ხაჭაპური შეაყვარა
ამერიკის ხმა
ქართული რესტორანი შვედეთში (Göteborg-ში)
Natela
როგორ მოვზილოთ მაწვნის ცომი .CHEF GIGAS ბაზისი რეცეპტი.ხაჭაპ...
CHEF GIGA BACKES
ხაჭაპური მაწვნის ცომით. საოცარი და სწრაფი ცომი არა მხოლოდ ხა...
Shinauruli -homemade easy recipes
უნივერსალური ფენოვანი ცომი
Likas Receptebi