ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტის საფუძველზე, ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
08/24/2021
საქართველოს პროკურატურა-ის
მიერ
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტის საფუძველზე, განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის ბრალდებული დ.ნ. დამნაშავედ ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივნისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, დ.ნ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა ა.მ.-სთან და შ.მ.-სთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, ორივე პირს დამიზნებით ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად შ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ა.მ.-ს გადარჩენა დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.
ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ დ.ნ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
https://pog.gov.ge/news/nafic-msajulT...