ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო

14.12.2021 01:19

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ არაადამიანურ მოპყრობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წვრთნისა და მომზადების უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსი სოფელ კრწანისში იაღლუჯას სამხედრო ბაზაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიმართ პირადი ღირსების შემლახველ და დამამცირებელ დასჯის მეთოდებს იყენებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 აპრილს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურად, მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით არაადამიანური მოპყრობა), ასევე, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. https://pog.gov.ge/news/prokuraturis-...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო
00:56

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო

საქართველოს პროკურატურა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
00:43

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული და...

საქართველოს პროკურატურა

თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.ზ. დამნაშავედ ცნო
01:31

თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდ...

საქართველოს პროკურატურა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული ერთხმად  ცნო დამნაშავედ
01:38

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავე...

საქართველოს პროკურატურა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული ერთხმად  ცნო დამნაშავედ
01:36

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავე...

საქართველოს პროკურატურა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილება
01:03

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილება

საქართველოს პროკურატურა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
01:06

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერ...

საქართველოს პროკურატურა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
01:07

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებ...

საქართველოს პროკურატურა

ყველა ვიდეო