თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.ზ. დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ზ.ს.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.ზ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ვ.ზ.-მ დამამძიმებელ გარემოებაში ზ.ს.-ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა. პროკურორებმა სასამართლო პროცესზე რამდენიმე ათეული მოწმე დაკითხეს, გამოიკვლიეს ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებები. მოწმეთა ჩვენებებით, ბალისტიკური, სამედიცინო, ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ 2020 წლის 25 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომელმა ვ.ზ.-მ, წვეულების შემდეგ, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ზ.ს.-ს მოკვლა განიზრახა. მან ცეცხლსასროლი იარაღიდან მსხვერპლის მიმართ ზედიზედ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ზ.ს. მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ვ.ზ. იმავე დღეს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ვ.ზ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. https://pog.gov.ge/news/prokuraturis-...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტის საფუძველზე, ბრალდებულს...
საქართველოს პროკურატურა
თელავის სასამართლოში ნაფიცმსაჯულთა სხდომათა დარბაზი გაიხსნა
TV IMEDI
ენდობით თუ არა ნაფიც მსაჯულებს - გამოკითხვა თელავში
ტელეკომპანია თანამგზავრი
არა ძალადობას! (სსიპ ქ.თელავის N2 საჯარო სკოლა)
თელავის N2 საჯარო სკოლა
თელავის რეაბილიტაცია
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ზურაბ ლალიაშვილი თავისუფალია
ტელეკომპანია თანამგზავრი
ზურაბ ლალიაშვილისა და დავით ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
თელავის საგამოცდო მარშრუტის #1. Телави проктический экзамен...
__chronitel severa__