პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე ბრალი კიდევ 2 პირს წარუდგინა

16.07.2021

პროკურატურამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ვ.ბ.-ს, ხოლო მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე დ.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა საქართველოს პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლ.ბ-ს მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ვ.ბ.-ს, ხოლო მოქალაქის ნ.ზ.-ს მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვის და აზრის გამო დევნის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დ.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ვ.ბ. და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორ ლ.ბ.-ს, რომელსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. ასევე, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე დ.ქ. სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხა მოქალაქე ნ.ზ.-ს, რომელიც „ლგბტქი“ თემის მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე დროშით გადაადგილდებოდა. დ.ქ. და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები, ძალადობით და ძალადობის მუქარით, ნ.ზ.-ს მიმართ დევნას ახორციელებდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მას. სამართალდამცველებმა ვ.ბ. 15 ივლისს, ხოლო დ.ქ. 14 ივლისს დააკავეს. ვ.ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა. დ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა სიტყვის და აზრის გამო, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა. ვ.ბ.-ს და დ.ქ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების და ასევე, ამ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით. “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი. https://pog.gov.ge/news/prokuraturam-...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პროკურატურამ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე ბრალი კიდევ 5 პირს წარუდგინა
02:57

პროკურატურამ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის...

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ, 5 ივლისის საქმეზე ბრალი კიდევ ორ პირს წარუდგინა
00:41

საქართველოს პროკურატურამ, 5 ივლისის საქმეზე ბრალი კიდევ ორ პ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის საქმე

საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

5 ივლისის საქმეზე ბრალი კიდევ  ორ პირს წარედგინა

5 ივლისის საქმეზე ბრალი კიდევ  ორ პირს წარედგინა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროკურატურამ “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა
03:39

პროკურატურამ “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქცი...

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
03:02

პროკურატურამ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის...

საქართველოს პროკურატურა

ბრალის წარდგენა

ბრალის წარდგენა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბრალის წარდგენა -  ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმე
01:26

ბრალის წარდგენა - ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო