ზურაბ ლალიაშვილისა და დავით ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი
თელავის რაიონულ სასამართლოში ზურაბ ლალიაშვილისა და დავით ლორთქიფანიძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. ლალიაშვილი სამართალდამცავებმა 16 ივლისს საზღვრის გადმოკვეთისას დააკავეს. მან ბრალი აღიარა და სასამართლოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. დღეს პროკურორმა მანანა თანდაშვილმა მოწმის სახით ღვინის კომპანია „ძველი მარნის" ჩამოსასხმელი საამქროს უფროსი, ვალერიან ზარნაძე, წარადგინა. მოწმემ ჩვენებაში აღნიშნა, რომ მას გამომძიებელმა ცრუ ჩვენებაზე ხელი ძალით მოაწერინა. გარდა ამისა, მისივე თქმით, დაკითხვის დროს სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ლალიაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ-პუნქტის მიხედვით, რამდენიმე ეპიზოდით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი. მორიგი სასამართლო სხდომა 23 ივლისს ჩაინიშნა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1pdxJFu
მსგავსი ვიდეოები
ზურაბ ლალიაშვილი თავისუფალია
ტელეკომპანია თანამგზავრი
დავით ლორთქიფანიძისა და ზურაბ ლალიაშვილის სასამართლო
ტელეკომპანია თანამგზავრი
ზურაბ ლალიაშვილის და დავით ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
დავით ლორთქიფანიძისა და ზურაბ ლალიაშვილის პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
მუსიკა „ნაშუადღევს“ - ზუკა ხუციშვილი, დავით ლონდარიძე და ლევ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#აკუსტიკა ზუკა ხუციშვილი \u0026 Band - პოპური
აკუსტიკა • Akustika • 1TV
#აკუსტიკა მუსიკალური მიქსი
აკუსტიკა • Akustika • 1TV
12 დეკემბრის მისიკალური მიქსი „აკუსტიკაში“
აკუსტიკა • Akustika • 1TV