დავით ლორთქიფანიძისა და ზურაბ ლალიაშვილის სასამართლო
დღეს თელავის რაიონულ სასამართლოში კახეთის კუდ--ის ყოფილ ხელმძღვანელების, დავით ლორთქიფანიძისა და ზურაბ ლალიაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის სტატუსით ძველი თელავის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი - გიორგი მოსიაშვილი დაიკითხა. საქმე შეეხებოდა 2009 წელს „თავისუფალი საქართველოს" თელავის რეგიონული ოფისის დარბევას. იმ დროისთვის მოსიაშვილი „თავისუფალი საქართველოს" თელავის რაიონული ოფისის თავმჯდომარე იყო. ლალიაშვილისა და ლორთქიფანიძის საქმესთან დაკავშირებით მოწმეების დაკითხვა მომავალშიც გაგრძელდება. მომდევნო პროცესი 10 ივლისს 11 საათზეა ჩანიშნული. კახეთის კუდ--ის ყოფილ ხელმძღვანელებს, დავით ლორთქიფანიძესა და ზურაბ ლალიაშვილს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებათ, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/12HRvvo
მსგავსი ვიდეოები
დავით ლორთქიფანიძისა და ზურაბ ლალიაშვილის პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
ზურაბ ლალიაშვილის და დავით ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
ზურაბ ლალიაშვილისა და დავით ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
ზურაბ ლალიაშვილი თავისუფალია
ტელეკომპანია თანამგზავრი
დავით გარეჯის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"პიკის საათი" 26.06.15 – ,,მინდა მესმოდეს დედის ხმა...“
Georgian Public Radio
საჯარო ლექცია ,,სამყარო და სიცოცხლე, რეკონსტრუქცია და მოდელი...
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
TRIO 4 (Gurche, Lordkopanidze, Kokaia) _ 2015
Zaal Kokaia