დავით გარეჯის საქმე


დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში  ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე უკვე 6 საათია იკითხება. ლორთქიფანიძის განცხადებით, მან გასულ წელს მოიპოვა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მამხილებელი ინფორმაცია, რომლის მიხედვით, 2007 წელს, მიწათმოწყობის ინსტიტუტის ყოფილი შენობიდან გაიტანეს მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული მასალა, რომლითაც მტკიცდებოდა, რომ დავით გარეჯის მონასტრის სრული კომპლექსი საქართველოს ტერიტორიას ეკუთვნის და საზღვარი მეზობელ ქვეყანასთან ქედის   ქვემოთ გადის. დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ მოწმეები, რომელთა ნაწილი უკვე გამოიკითხა პროკურატურაში. მოამბე ესაუბრა ზურაბ ბოჭორიშვილს, რომელზეც ლორთქიფანიძე საუბრობს. დავით კეზერაშვილის ადვოკატი კი, ლორთქიფანიძის ბრალდებას ბრიფინგზე გამოეხმაურა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან