ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ

31.01.2023 01:36

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ბრალდებული ერთხმად  ცნო დამნაშავედ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის, ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ.  ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ ბრალდებული სხვა თანამზრახველებთან ერთად თვლიდა, რომ დაზარალებული ქალისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა, რის გამოც, 2014 წლის 16 სექტემბერს, სოფელ ლამბალოში, მათ დაზარალებული ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრის მიმართულებით წაიყვანეს, რა დროსაც მსხვერპლის მიმართ ხორციელდებოდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დაზარალებულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ.  ბრალდებულის და მისი თანამზრახველების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია, რომელმაც 2014 წლის 18 სექტემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთა) წარედგინა.   ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება ბრალდებულის ოთხ თანამზრახველს, მათ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 9 იანვარს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. https://pog.gov.ge/news/prokuraturis-...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული ერთხმად  ცნო დამნაშავედ
01:38

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავე...

საქართველოს პროკურატურა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
01:06

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერ...

საქართველოს პროკურატურა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
01:07

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებ...

საქართველოს პროკურატურა

ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ
00:33

ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მკვლელობ...

საქართველოს პროკურატურა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ  ბრალდებული დამნაშავედ ცნო
01:19

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო

საქართველოს პროკურატურა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო
00:56

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო

საქართველოს პროკურატურა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
00:43

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული და...

საქართველოს პროკურატურა

თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.ზ. დამნაშავედ ცნო
01:31

თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდ...

საქართველოს პროკურატურა

ყველა ვიდეო