ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ

13.07.2022 01:07

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, სიტყვიერი დაპირისპირების დროს, გ.ლ.-მ დაზარალებულის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მსჯავრდებული მომხდარი ფაქტის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.ლ. მეორე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ გ.ლ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. https://pog.gov.ge/news/prokuraturis-...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ
00:33

ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მკვლელობ...

საქართველოს პროკურატურა

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმე
01:47

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

იმიტირებული სასამართლო პროცესი
01:40

იმიტირებული სასამართლო პროცესი

culturegovge culturegovge

თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.ზ. დამნაშავედ ცნო
01:31

თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდ...

საქართველოს პროკურატურა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული ერთხმად  ცნო დამნაშავედ
01:38

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავე...

საქართველოს პროკურატურა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტის საფუძველზე,  ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
01:05

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტის საფუძველზე, ბრალდებულს...

საქართველოს პროკურატურა

📘პროკურატურის სტაჟიორთა გამოცდა - ტესტი №1-10
36:22

📘პროკურატურის სტაჟიორთა გამოცდა - ტესტი №1-10

Georgian Law Association

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
00:43

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული და...

საქართველოს პროკურატურა

ყველა ვიდეო