ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო

02.02.2023 00:56

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც  სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული დამნაშავედ ცნო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ხმათა უმრავლესობით დამნაშავედ ცნო.  ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2022 წლის 10 ივლისს, სოფელ კარბში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ქვა ესროლა, რის შედეგადაც განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა. ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. https://pog.gov.ge/news/prokuraturis-...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ  ბრალდებული დამნაშავედ ცნო
01:19

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო

საქართველოს პროკურატურა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
00:43

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული და...

საქართველოს პროკურატურა

თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.ზ. დამნაშავედ ცნო
01:31

თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდ...

საქართველოს პროკურატურა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული ერთხმად  ცნო დამნაშავედ
01:38

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავე...

საქართველოს პროკურატურა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული ერთხმად  ცნო დამნაშავედ
01:36

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავე...

საქართველოს პროკურატურა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილება
01:03

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილება

საქართველოს პროკურატურა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
01:06

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერ...

საქართველოს პროკურატურა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
01:07

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებ...

საქართველოს პროკურატურა

ყველა ვიდეო