გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომელი: მოსამართლემ მოკლა სამართალი
ზუგდიდის გამგეობის კულტურის განყოფილების ყოფილმა უფროსმა ქეთო ტაბაღუამ, რომლის სარჩელის განხილვა დღეს დაასრულა, სასამართლოს გადაწყეტილება გააპროტესტა. ტაბაღუას თქმით, მისი სარჩელი მოსამართლემ მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო სრულად ვერ დააკმაყოფილა. „საკნკურსო საატესტეაციო კომისიის გადაწყვეტილება სცნო არა დამაკმაყოფილებლად მეტი არაფერი, არც აღდგენა და არც რაიმე სხვა განაცდურით დაკმაყოფილება არ იქნა გამოტანილი მოსამართლის მიერ“,- განაცხადა ქეთო ტაბაღუამ. სასამართლომ გამგეობიდან ქეთინო ტაბაღუას გათავისუფლების ცნობა ბათილად ცნო, თუმცა მოსამართლის გამნმარტებით მისი აღდგენა ვერ მოხერხდება, რადგან კულტურის განყოფილება, როგორც ცალკე სამსახური დღეს არ არსებობს. 2016 წლის დეკემბრის თვეში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად კულტურის, განათლების, სპორტის , ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურს გამოეყო სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახური, რის შედეგდაც ჩამოყალიბდა ორი ახალი სამსახური. განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახური. ცნობისთვის, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი მაია ღურწკაია და კულტურის განყოფილების თანამშრომელი ქეთო ტაბაღუა დაკავებული თანამდებობებიდან, გასული წლის ნოემბერში, ჩატარებული ატესტაციის შედეგად გაათავისუფლეს. გამგეობის სამსახურიდან და აიპ-ებიდან, სხვადასხვა მიზეზით, ათობით ადამიანი დაითხოვეს. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულები მიიჩნევენ, რომ სამსახურიდან მათი დათხოვნა უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით მოხდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომელი: ვტოვებ "ქართულ ოცნ...
Radio Atinati
ზუგდიდში ყოფილი საჯარო მოხელეების მოთხოვნა სასამართლომ ნაწილ...
Radio Atinati
კაჭრეთის ტ/ორგანოდან გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლ...
ტელეკომპანია თანამგზავრი
გათავისუფლებული თანამშრომლები მუნიცილალიტეტის გამგეობას ნეპო...
Radio Atinati
სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომლის და: ჩემი ძმა გუბერნატორის და...
Radio Atinati
გამგეობიდან განთავისუფლებული თანამშრომლის სასამართლო პროცესი...
ტელეკომპანია თანამგზავრი
ზუგდიდის სასამართლო კიდევ ერთი ყოფილი საჯარო მოხელის სარჩელს...
Radio Atinati
მესტიის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სამუშაო ად...
odishitv