გამგეობიდან განთავისუფლებული თანამშრომლის სასამართლო პროცესი გადაიდო
თელავის გამგეობიდან განთავისუფლებული თანამშრომლის სასამართლო პროცესი მხარეთა ურთიერთშეუთანხმებლობის მიზეზით, მიმდინარე წლის 30 აპრილამდე გადაიდო. როგორც სასამართლო სხდომაზე გამგეობის წარმომადგენელმა განაცხადა, მათმა სამსახურმა მომჩივანის, თორნიკე გრიშკაშვილის, ინტერესების დამცველს შესთავაზა, რომ ის სამსახურში აღდგენის ნაცვალად, თავიდან მიეღოთ. აღნიშნული შეთავაზების შესახებ გრიშკაშვილის ადვოკატს მოპასუხემ სასამართლომდე ნახევარი საათით ადრე აუწყა, რის გამოც მომჩივანის ადვოკატმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფრომაციით, თელავის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი თორნიკე გრიშკაშვილი რეორგანიზაციის შედეგად, 2013 წლის იანვარში გაანთავისუფლეს. გრიშკაშვილი მის განთავისუფლებას უსამართლოს უწოდებს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1lQGjrc
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდის სასამართლო კიდევ ერთი ყოფილი საჯარო მოხელის სარჩელს...
Radio Atinati
კახა კუკავა: ზუგდიდის ხელისუფლებაში ენმ-ს წევრები დაბრუნდნენ
Radio Atinati
სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომლის და: ჩემი ძმა გუბერნატორის და...
Radio Atinati
ზუგდიდში ყოფილი საჯარო მოხელეების მოთხოვნა სასამართლომ ნაწილ...
Radio Atinati
გათავისუფლებული თანამშრომლები მუნიცილალიტეტის გამგეობას ნეპო...
Radio Atinati
გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომელი: მოსამართლემ მოკლა...
Radio Atinati
ყოფილი საჯარო მოხელისა და ჟურნალისტის ურთიერთბრალდებები
Radio Atinati
კაჭრეთის ტ/ორგანოდან გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლ...
ტელეკომპანია თანამგზავრი