კულტურის მინისტრმა საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულ ანსამბლებს უმასპინძლა
3 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, კულტურის სამინისტროში, "საქართველოს ყრუთა კავშირთან" არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ლილეს", ახალი წეროვანის დევნილ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის "ივერია" და ხალხური საკრავებისა და სიმღერის ანსამბლის "მომავალი თაობა" წარმომადგენლებს უმასპინძლა. მინისტრა ანსამბლის წევრებს ფესტივალებზე მიღწეული წარმატება მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილეები ნინა ხატისკაცი და ირაკლი ლექვინაძე, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელოვნების სფეროსა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
KOLGA TBILISI PHOTO 2015 - გახსნის ცერემონია
culturegovge culturegovge
ანიმაციური ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი"
culturegovge culturegovge
საბალეტო დასის სოლისტების გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძის შეხვედრა ჯგუფ “The Quintessence“ წევრებთან
culturegovge culturegovge
“The Quintessence“ 30 აპრილს ჯაზის დღისადმი მიძღვნილ კონცერტ...
culturegovge culturegovge
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზი“ დახურვ...
culturegovge culturegovge
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ნიქოზი" - პრესკო...
culturegovge culturegovge
საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი და ყოველწლიური ლიტერატურ...
culturegovge culturegovge