ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზი“ დახურვა
6 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. კანადის ანიმაციური ფილმების ჩვენებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში 1-6 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიების სტუმრები იყვნენ ცნობილი ანიმატორები და ანიმაციის სკოლების წარმომადგენლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, კანადიდან, პოლონეთიდან და ლიტვიდან. „ნიქოზის“ ფესტივალის პროგრამაში ნაჩვენები იყო მსოფლიო ანიმაციურ ფესტივალებზე გამარჯვებული ფილმები, რომელთა ნაწილი თავად ავტორებმა წარადგინეს. ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, კინოცენტრი „ქართული ფილმი - აფხაზეთი“, დიუმას ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო და სხვები. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
ანიმაციური ფილმების ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ნიქოზი" - პრესკო...
culturegovge culturegovge
ანიმაციური ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი"
culturegovge culturegovge
2016/10/01 სიუჟეტი და ჩვენი წარმომადგენლების სტუმრობა გადაცე...
nikozi festival web
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიქოზში ანიმაციური ფილმების მე-10-ე საერთაშორისო ფესტივალი „...
Tv Dia
ნიქოზი ანიმაციური ფილმების მე-4 საერთაშორისო ფესტივალს მასპი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიქოზის ანიმაციის ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster