ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ნიქოზი" - პრესკონფერენცია
31 აგვისტოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის "ნიქოზის" შესახებ. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ფესტივალის ორგანიზატორი მარიამ კანდელაკი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, იტალიელი კინოკრიტიკოსი ჯან ალბერტო ბენდაზი და სტუდია "ფოლიმაჟის" პროდიუსერი კორინ დეტომბი. ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 1-6 სექტემბერს გაიმართება. წელს, ღონისძიების სტუმრები იქნებიან ცნობილი ანიმატორები და ანიმაციის სკოლების წარმომადგენლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, კანადიდან, პოლონეთიდან და ლიტვიდან. "ნიქოზის" ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება მსოფლიო ანიმაციურ ფესტივალებზე გამარჯვებული ფილმები. მათ ნაწილს თავად ავტორები წარადგენენ. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, კინოცენტრი "ქართული ფილმი - აფხაზეთი", დიუმას ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო და სხვები. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
ანიმაციური ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი"
culturegovge culturegovge
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზი“ დახურვ...
culturegovge culturegovge
ნიქოზში ანიმაციური ფილმების მე-10-ე საერთაშორისო ფესტივალი „...
Tv Dia
2016/10/01 სიუჟეტი და ჩვენი წარმომადგენლების სტუმრობა გადაცე...
nikozi festival web
ნიქოზის ანიმაციის ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანიმაციური ფილმების ფესტივალი ნიქოზში 1.09.2016
Tv Dia
თეთრი კვადრატი-ანიმაციული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნ...
Ajara TV