ანიმაციური ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი"
09/02/2013
culturegovge culturegovge-ის
მიერ
ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 2-დან 8 სექტემბრამდე, სოფელ ნიქოზში ჩატარდება ანიმაციური ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი.
2 სექტემბერს, ნიქოზის ფესტივალი გაიხსნა ცნობილი იტალიელი სცენარისტის, ტონინო გუერას ნახატების გამოფენით (წარმოადგენს ლორა გუერა).
ფესტივალის გახსნის დღეს ნაჩვენები იქნა გერმანიაში მოღვაწე ანიმატორების მიერ ნიქოზის 2008 წლის ტრაგედიის თემაზე შექმნილი ანიმაციური ფილმი და ნიქოზის სახელოვნებო სკოლის მოწაფეთა მიერ შექმნილი ანიმაციური ფილმი „მთესვარი\" (სახარების მიხედვით). გახსნას დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე და ა.შ.შ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი
ფესტივალში მონაწილეობენ რეჟისორ-ანიმატორები რუსეთიდან, გერმანიიდან, ბულგარეთიდან, პოლონეთიდან, ბელარუსიდან, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ შემოქმედებას და ჩაატარებენ მასტერკლასებს.
ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მეგობრები არიან დრეზდენის, სოფიისა და სუზდალის ანიმაციური ფილმების ფესტივალები, რომლებიც ნიქოზში ბოლო წლებში გამარჯვებულ ფილმებს წარმოადგენენ.
ნიქოზის ფესტივალში ასევე მონაწილეობას მიიღებს „თბილისი -2013 თანამედროვე მუსიკის საღამოები\". კომპოზიტორი თეიმურაზ ბაკურაძე; პიანისტები ნანა ხუბუტია, თამარ ჟვანია; ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდი.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045