საბალეტო დასის სოლისტების გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
დომენიკო მოდუნიოს სახელობის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი, იტალიის ქალაქ ბარიში 25-29 მარტს გაიმართა, სადაც თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წევრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრნენ. სოლისტებმა ეკატერინე სურმავამ და ფილიპ ფედულოვმა ორი პირველი პრემია მიიღეს შემდეგ კატეგორიებში - კლასიკური პა დე დე და თანამედროვე დუეტი. სოლო გამოსვლების ნომინაციაში მეორე და მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეებმა ნინო ხახუტაშვილმა და სალომე ლევერაშვილმა. ჯგუფურ ნომინაციაში კი სასწავლებლის მოსწავლეებმა მეორე ადგილი დაიკავეს. ქართველმა მოცეკვავეებმა ასევე მოწვევა მიიღეს იაპონიაში გალა კონცერტში მონაწილეობის მისაღებად. ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლებმა იტალიის შემდეგ რუმინეთში გადაინაცვლეს და ქალაქ ტიმიშუარაში მონაწილეობა მიიღეს ქორეოგრაფ ვალენტინ ბარტესის მიერ დადგმულ სპექტაკლში „ამაო სიფრთხილე“, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურეს. გამარჯვებული მოცეკვავეები საქართველოში 10 აპრილს დაბრუნდნენ. საერთაშორისო საბალეტო ფესტივალზე ისინი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილის ინიციატივით გაემგზავრნენ. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
#ახალიდღე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საბალეტო დასის სოლისტის, ნინო სამადაშვილის ერთი დღე
TV IMEDI
საბალეტო დასის გალა კონცერტი
TV IMEDI
საბალეტო დასის გასტროლი ესპანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საბალეტო დასის გალა კონცერტი/ 07.03.2019 იმედის დღე
State Ballet of Georgia
საბალეტო დასის წამყვანი მოცეკვავე ნინო სამადაშვილი ვიკა კალა...
TV IMEDI
ქართული საბალეტო დასის წარმატება იტალიაში გამართულ კონკურსზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორეული საბალეტო დასის პირველი გასტროლი საქართველოში
ხელოვნება