მიხეილ გიორგაძის შეხვედრა ჯგუფ “The Quintessence“ წევრებთან
ჯგუფი “The Quintessence“ 30 აპრილს, რუსთაველის თეატრში ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტს გახსნის, რომელშიც ლეგენდარული ჯაზ-შემსრულებელი, კონტრაბასისტი რონ კარტერი და მისი ტრიო მონაწილეობს. ამის შესახებ ჯგუფის წევრებმა 2 აპრილს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან შეხვედრისას შეიტყვეს - საუბარი შეეხო როგორც ჯგუფის სამომავლო გეგმებს, ასევე “The Quintessence“ წარმატებულ გამოსვლას მსოფლიოში უდიდეს პოლიფონიური მუსიკის ფესტივალზე „Harmony Sweepstakes A Cappella Festival”. ჯგუფი აღნიშნული კონკურს-ფესტივალის გასული წლის გამარჯვებულია, რის გამოც წელს ის „Harmony Sweepstakes A Cappella Festival“ -ის რიგით 31-ე კონკურსზე, როგორც მასპინძელი ჯგუფი წარდგა. ჯგუფის - “The Quintessence“ ხელმეორედ გამოჩენამ ნიუ იორკის სცენაზე, მაყურებლის ხანგრძლივი ოვაციები დაიმსახურა და ფესტივალის ორგანიზატორების დაინტერესება გამოიწვია. ფესტივალზე “The Quintessence“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2015 წლის 18 მარტს გაემგზავრა. კონკურსი მანჰეტენის გულში, ბროდვეიზე, მილერის თეატრში ჩატარდა, სადაც ჯგუფმა მსმენელს 30 წუთიანი მუსიკალური პროგრამა შესთავაზა. ჯგუფმა “The Quintessence” ქართული რეპერტუარი შეასრულა - მილერის თეატრის სცენაზე აჟღერდა რევაზ ლაღიძის, ჯანსუღ კახიძისა და ზაქარია ფალიაშვილის ცნობილი თემები, ასევე, ქართულ ფოლკლორზე დაფუძნებული კომპოზიციები. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ტარიელ ხეჩიკაშვილისა და მიხეილ გიორგაძის შეხვედრა სპორტულ სა...
msy georgia
მინისტრის საჯარო ლექცია ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში
culturegovge culturegovge
სამუშაო ვიზიტი სომხეთში
culturegovge culturegovge
პარხლის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშა...
culturegovge culturegovge
პარხლის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშა...
culturegovge culturegovge
არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დაცვა - სარეკომენდაციო დოკუმენტ...
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძე "ამბასადორიალი 2014" - ზე
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძე "ამბასადორიალი 2014" - ზე
culturegovge culturegovge