არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დაცვა - სარეკომენდაციო დოკუმენტი

24.11.2015 01:32

24 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით დოკუმენტის შემუშავების საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განიხილეს სარეკომენდაციო დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელიც არასრულწლოვანთა 24 საათზე მეტი დროით, მესამე პირების მიერ სხვადასხვა ღონისძიებაზე გაყვანისათვის უსაფრთხოების სტანდარტის შემუშავებას გულისხმობს. დოკუმენტი უწყებათაშორისმა კომისიამ შეიმუშავა. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერიების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, ასევე არასამთავრობო და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები. არსებული დოკუმენტი, დამატებითი რეკომენდაციებისა და რჩევების მიღების მიზნით, გადაგზავნილია ყველა დაინტერესებულ ფოკუს ჯგუფთან, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან, ასევე საგანმანათლებლო, სახელოვნებო და სპორტულ ასოციაციებსა და კავშირებთან. დღეს შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სარეკომენდაციო დოკუმენტის სამუშაო ვერსიაზე, რომელიც ეხება როგორც ტრანსპორტის, კვების, დაბინავების, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტის, ასევე უსაფრთხოების (მათ შორის სახანძრო და სანიტარული) საკითხებს. არასრულწლოვანთა გაყვანისათვის სპეციალური რეგულაციების შემუშავების ინიციატივა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს ეკუთვნის. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

როგორ ჰყიდდნენ ნარკოტიკს ღამის კლუბებში - შსს-ს ბრიფინგი
05:00

როგორ ჰყიდდნენ ნარკოტიკს ღამის კლუბებში - შსს-ს ბრიფინგი

MULTIMEDIA GE

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში გატრებული რეფორმების შესახებ საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო
06:10

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში გატრებული რეფორმებ...

TV IMEDI

ინიციატივა „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის“ წინააღმდეგ - გამოხმაურება
03:55

ინიციატივა „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის“ წინააღმდეგ - გამოხ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით დოკუმენტი მუშავდება
02:06

არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით დოკუმენტი მუშავდე...

culturegovge culturegovge

#მოამბე 21 საათზე, 25 მარტი, 2024 #LIVE
00:00

#მოამბე 21 საათზე, 25 მარტი, 2024 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შსს-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება
00:56

შსს-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს აკადემიას N210 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ
01:57

შსს-ს აკადემიას N210 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

#აქტუალურითემა მაკა ცინცაძესთან ერთად - 6 ივნისი, 2024 #LIVE
01:02:31

#აქტუალურითემა მაკა ცინცაძესთან ერთად - 6 ივნისი, 2024 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო