#მოამბე 21 საათზე, 25 მარტი, 2024 #LIVE

25.03.2024

• „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა, რასაც მმართველი გუნდი საზოგადოების ფსევდოლიბერალური და ლგბტ პროპაგანდისგან დაცვის მოტივით ხსნის - ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი საკითხის ირგვლივ მკაფიო პოზიციას ამ დრომდე არ აფიქსირებს; რეზონანსული საკონსტიტუციო პროექტი, კონკრეტული ნორმები და შეფასებები
• ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში - შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის პირველ პირებთან, ერთობლივი ბრიფინგი ნიკოლ ფაშინიანთან და მთავარი გზავნილები სომხეთის დედაქალაქიდან
• საფრანგეთში გამოცხადებული ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე და სამხედროების გაძლიერებული პატრულირება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - პრეზიდენტი მაკრონი მოსკოვში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს და რუსეთს სადაზვერვო სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას სთავაზობს
• „ტერცო მონდოს“ საპრემიერო ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ - მერაბ კოკოჩაშვილის ახალი ფილმი აკა მორჩილაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოებზე, ქართველი რეჟისორის უახლესი ნამუშევარი და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების ცხოვრება, რომელსაც სხვადასხვა თაობის მსახიობთა გუნდი წარმოადგენს

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani