შსს-ს აკადემიას N210 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, თბილისის N210 საჯარო სკოლის მოსწავლეები შსს-ს აკადემიას ეწვივნენ. სკოლის მოსწავლეებს შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი შეხვდა და ესაუბრა. ფაკულტეტის უფროსმა სტუმრებს განუმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეთა უფლების შესახებ, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით. შეხვედრის დროს უფროსკლასელები დაინტერესდნენ, თუ როგორ ხდება შსს-ს აკადემიაში მომავალი პოლიციელების მომზადება და რა პროგრამებით მიმდინარეობს სწავლების პროცესი, რა ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ გახდე პოლიციელი. აკადემიის წარმომადგენლებმა მათ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს, წარუდგინეს პრეზენტაცია თემაზე „სწავლება აკადემიაში“, რომელიც ითვალისწინებს როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამას. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ აკადემია. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/BVNlX6
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შსს-ს აკადემიას ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის კოო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს აკადემიას პოლონეთისგან აღჭურვილობა გადაეცა
misha robaqidze
შსს-ს აკადემიას სტუდენტები ეწვივნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს აკადემიას სკოლა „ინტელექტი“-ს მოსწავლეები ეწვივნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს აკადემიას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესტუმრ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს ს აკადემიას ევროპის კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები ეწვი...
Civil Press
შსს-ს აკადემიას საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შს მინისტრის მოადგილემ შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამა წ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო