ინიციატივა „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის“ წინააღმდეგ - გამოხმაურება
03/28/2024
„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვამს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი. დუნია მიატოვიჩის განცხადებით, ამას შეუძლია ძლიერი, ნეგატიური გავლენა მოახდინოს ლგბტი ადამიანთა უფლებებზე, უსაფრთხოებასა და კარგად ყოფნაზე, ასევე მათ უფლებადამცველებზე. მიატოვიჩი ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს მკაცრად დაგმონ LGBTI-ფობია ან სხვა დისკრიმინაციული რიტორიკის გამოყენება საარჩევნო კამპანიაში. „ქართული ოცნების“ განმარტებით კი, მათ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ოჯახურ ღირებულებას და არასრულწლოვანთა დაცვას, კერძოდ, ქორწინების დეფინიციას, შვილად აყვანის საკითხებს და სქესის შეცვლის სამედიცინო სერვისებს ეხება. მმართველი გუნდის განცხადებით, კანონპროექტში შესატანი 8 მუხლი ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ არის მიმართული. ოპოზიციის ნაწილი ამ თემაზე დისკუსიაში ჩართვას აანონსებს, ნაწილი კი ამბობს, რომ ქვეყანაში ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემებია. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს არასრულწლოვანებით მანიპულაციაში ადანაშაულებენ და აღნიშნულ ცვლილებებს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქვამენ. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად მმართველ გუნდს ოპოზიციის ხმებიც დასჭირდება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.