#მოამბე 21 საათზე, პირველი აპრილი, 2024 #LIVE

01.04.2024 01:04:08

• „გირჩის“ ინიციატივა პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმების შესახებ და პოლიტიკური ვნებათაღელვა - ოპოზიციური პარტიის წარდგენილ სადავო კანონპროექტს მმართველი გუნდი მხარს უჭერს, სანაცვლოდ კი „გირჩი“ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევისას უმრავლესობის პოზიციას გაიზიარებს; ოპოზიციის ნაწილი ინიციატივის მიღმა ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესს ხედავს
• მოსამართლეების წინააღმდეგ კამპანია შენობების კედლებზე ინაცვლებს - წითლად შეღებილი წარწერები დედაქალაქის ქუჩებში და პოლიტიკური მოტივები; ე. წ. ვეტინგის მხარდამჭერი ოპოზიცია სასამართლოს წინააღმდეგ პროტესტის ახალ ფორმას მხოლოდ მოქალაქეების ნებას უკავშირებს, „ქართული ოცნება“ კი განაჩენებით განაწყენებული ოპონენტების მხრიდან სასამართლოს დემონიზებასა და ინსტიტუციის მიმართ შურისძიებაზე საუბრობს
• ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვის მოტივით მომზადებული კანონპროექტი დღის წესრიგში რჩება - მმართველი პარტია ფსევდოლიბერალური პროპაგანდის გავრცელებაში უცხოური დაფინანსების მობილიზებასა და პროცესში ოპონენტთა ინტერესებზე საუბრობს; ოპოზიციის ნაწილი პროპაგანდის რისკებს ვერ ხედავს, ნაწილი კი საკუთარ მკაფიო პოზიციას ამ დრომდე არ აფიქსირებს; რეზონანსული ინიციატივა და პოლიტიკური შეფასებები
• მუნიციპალური არჩევნები თურქეთში - „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატთა გამარჯვება ქვეყნის დიდ ქალაქებში და პოლიტიკური განცხადებები; პრეზიდენტი ერდოღანი არჩევნების შედეგებს აღიარებს და მომდევნო ოთხ წელიწადში განახლებისა და შეცდომების გამოსწორების პირობას დებს

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine