#მოამბე 21 საათზე, 18 აპრილი, 2024 #LIVE

18.04.2024 01:13:15

• ოპოზიცია გამჭვირვალობის სადავო კანონპროექტის უკან გასაწვევად ბრძოლას აგრძელებს და მიზნების მისაღწევად ყველა ბერკეტის გამოყენებას გეგმავს - ხელისუფლების ოპონენტები პარლამენტში ბრძოლის პარალელურად ქუჩის აქციების გაგრძელებასაც აანონსებენ; ოპოზიციის სტრატეგია და გეგმები • ქუჩაში მიმდინარე პროტესტი და აქციებზე განვითარებული მოვლენები - ერთსაათიანი ულტიმატუმი „ქართულ ოცნებას“, ორად გაყოფილი აქცია და ოპოზიციის ნაწილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებული პროტესტი; მოწოდება ხელისუფლების გადადგომისა და ცალკეული მედია საშუალებების მიმართ აგრესიისკენ, პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობა და შედეგები • აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ფერმერები შესაბამისი პოლისის ყიდვით, სტიქიური მოვლენებისგან მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის და მოსავლის დაზღვევას შეძლებენ - პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები, სარგებელი და მიმართვის სტატისტიკა • აშშ-ის კონგრესში დაგეგმილ კენჭისყრამდე უკრაინის პრემიერი მსოფლიოს აფრთხილებს, რომ რუსეთთან უკრაინის მარცხმა შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს - კონგრესისთვის წარსადგენი კანონის მიხედვით, ვაშინგტონი კიევს იარაღს უსასყიდლოდ აღარ გადასცემს და დახმარებას სესხის სახე ექნება ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: