#მოამბე 21 საათზე, 15 აპრილი, 2024 #LIVE


• მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული რეზონანსული კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე - ალეკო ელისაშვილის თავდასხმა მამუკა მდინარაძის მიმართ და დარბაზიდან გაძევებული დეპუტატები; ხელისუფლების არგუმენტები და დაპირისპირებაში გადაზრდილი შინაარსობრივი განხილვა
• ოპოზიციის ნაწილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კვლავ ქუჩაში აპროტესტებს, ინიციატივის უკან გაწვევამდე ზეწოლის გაძლიერებას აანონსებს და ხელისუფლების შეცვლაზე საუბრობს - მმართველი გუნდის ოპონენტთა ნაწილი ინიციატივის ირგვლივ შექმნილი ვნებათაღელვის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებაზე საუბრობს და კოლეგებს სტრატეგიას უწუნებს; „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ქუჩაში გასული ოპოზიცია რადიკალიზაციისთვის ემზადება
• უკიდურესად დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში და კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე - მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა ირანიდან ნასროლმა ცხრა ბალისტიკურმა რაკეტამ გადალახა და სამიზნე სამხედრო ობიექტებამდე მიაღწია; ჯოზეფ ბორელი შექმნილ ვითარებას უფსკრულის პირას დგომას უწოდებს და უკუსვლის აუცილებლობაზე საუბრობს
• პარიზის წიგნის ფესტივალი - საქართველოს ეროვნული კუთხე ევროპის ერთ-ერთ მასშტაბურ სალიტერატურო-კულტურულ ღონისძიებაზე, რარიტეტული, თუ ექსკლუზიურად გამოფენისთვის შექმნილი გამოცემები და ფესტივალის სტუმრებისთვის წარდგენილი ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურა

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან