#მოამბე 21 საათზე, 26 აპრილი, 2021 #LIVE

26.04.2021

• სპეციალური ზომები აღდგომის დღესასწაულზე - 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება, აღდგომის კვირეულში მთელი ქვეყნის მასშტაბით იკეტება სასაფლაოები, იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა • მსოფლიოში ყოველდღიურად 800 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება - ეპიდემიის შტორმი ინდოეთში, ახალი შემთხვევების მასშტაბური ზრდა ბრაზილიაში და საგანგებო მდგომარეობა იაპონიის ოთხ პრეფექტურაში • სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ და 500 მილიონი ლარი რეგიონების განვითარებისთვის - პროგრამა ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ოთხი წლის განმავლობაში 15 ათასი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს • მელიას შეცვლილი პოზიცია ამნისტიის კანონპროექტის დარეგისტრირებამდე ერთი დღით ადრე - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ საპატიმროს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდით დატოვებს. ოპოზიციას შესაძლოა, ამნისტიის პროექტის საკუთარი ვერსიების გადაწერა მოუხდეს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: