#მოამბე 21 საათზე, 19 აპრილი, 2024 #LIVE

19.04.2024

• შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა ხმაურის ფონზე - ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლა და მთავარი გზავნილები; ოპოზიციის შეკითხვები, ბრალდებები და დაპირისპირება პარლამენტში • არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე მართვის სადავეები შესაძლოა, ოპოზიციამ გადაიბაროს - პოლიტიკური აქტორები კონკრეტულ გეგმებზე არ საუბრობენ, თუმცა რეზონანსულ კანონპროექტთან დაკავშირებით ქუჩის აქციებს აანონსებენ; დაგეგმილი პროტესტი, ოპოზიციის როლი და სტრატეგია • სუს-ი 2023 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ გასულ წელს ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეცსამსახურების დეზინფორმაციული კამპანიები, რომლის მთავარი სამიზნე ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო - უწყება უწყვეტ რეჟიმში განხორციელებულ მონიტორინგზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული შიდა, თუ გარე ძალების აქტივობებსა და გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე საუბრობს • ისრაელის საჰაერო თავდასხმა ირანზე და აფეთქებები ქალაქ ისპაჰანში - თეირანი გარედან შეტევის მიღებას უარყოფს და პასუხის გაცემას არ გეგმავს, თუმცა აცხადებს, რომ ბირთვულ სადგურებზე შეტევის შემთხვევაში ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობას დაიწყებს. დასავლეთი რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს; შეზღუდული მასშტაბის თავდასხმა ისრაელის მხრიდან, ირანის ნეიტრალური პასუხი და მხარეთა განცხადებები ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: