#მოამბე 21 საათზე, 26 აპრილი, 2024 #LIVE

26.04.2024

• ევროპარლამენტის მორიგი მწვავე რეზოლუციის მთავარი გზავნილები - სააკაშვილის გათავისუფლების, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებების, გამჭვირვალობის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნა და ვიზალიბერალიზაციაზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოწოდება ევროკომისიას; ოპოზიციას სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტის მიმართ მაღალი მოლოდინი აქვს, „ქართული ოცნება“ კი ევროდეპუტატთა მხრიდან შანტაჟის ენაზე საუბრობს და მოთხოვნებს მიუღებლად მიიჩნევს • ზესტაფონის შემოვლითი, ცხრაკილომეტრიანი მაგისტრალური გზის გახსნა - ახალი მარშრუტი და მგზავრობის მკვეთრად შემცირებული დრო; 2,6 მილიარდი ლარი რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობისთვის და პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები, რომელიც 2024 წლის ბოლოს დასრულდება • ახალი ფიგურანტი შავაძის საქმეში - აჭარის კუდ-ის საგამოძიებო განყოფილების ყოფილი უფროსისთვის წარდგენილი ბრალი და რიგით მეცამეტე ბრალდებული რეზონანსულ საქმეში; პროკურატურა მალხაზ აბულაძეს თავდაცვის სამინისტროს სერჟანტზე თავდასხმის და უკანონო დაკავების ხელშეწყობაში ედავება; საქმის დეტალები და მხარეთა პოზიციები • აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებები მსოფლიო ყურადღების ცენტრში - ენტონი ბლინკენის შეხვედრები ჩინეთში და სამდღიანი ვიზიტის შედეგები; მხარეთა გზავნილები, მითითებები და ურთიერთობათა ნორმალიზების პერსპექტივა ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: