#მოამბე 21 საათზე, 24 აპრილი, 2024 #LIVE

24.04.2024

• ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას, რომლითაც ევროდეპუტატთა ჯგუფი მოითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში საქართველოსთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები არ დაიწყოს - დებატებისას დეპუტატებმა სააკაშვილის გათავისუფლებაც მოითხოვეს; ევროპარლამენტართა ჯგუფის მძიმე შეფასებები, ბრალდებები და თბილისის პოზიცია
• რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გახარიას პარტიის წევრი ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს - დაპირისპირების ფონზე მიმდინარე იმპიჩმენტის პროცედურა, შეცვლილი პოლიტიკური კონფიგურაცია ქალაქის საკრებულოში და ურთიერთბრალდებები
• მრავალთვიანი ლოდინის შემდეგ აშშ-ის სენატმა უცხო ქვეყნების მხარდაჭერის პაკეტი დაამტკიცა - თეთრი სახლი უკრაინისთვის განკუთვნილ პირველ სამხედრო დახმარებას უახლოეს საათებში გაგზავნის; 61 მილიარდ დოლარამდე უკრაინას და 95 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება ისრაელსა და ტაივანს; მხარდაჭერის პაკეტი და მხარეთა პოზიციები
• ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი პროგრამა დარგის მხარდასაჭერად - ქართული ღვინის ფესტივალები, თემატური გამოფენები, კონკურსები და საგანმანათლებლო ღონისძიებები; 16 მილიონი ლარი ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიისთვის, დაფინანსების პირობები და მეღვინეთა შეფასებები

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania