#მოამბე 21 საათზე, 9 აპრილი, 2024 #LIVE

09.04.2024 01:03:13

• საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება საერთაშორისო სასამართლოში - სტრასბურგმა ექვსწლიანი განხილვის შედეგად თბილისის სარჩელი დააკმაყოფილა და რუსეთი ევროპული კონვენციის შვიდი მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა; ისტორიული გადაწყვეტილება და პოლიტიკური შეფასებები
• საქართველო 9 აპრილის გმირებს იხსენებს - 35 წლის წინ განვითარებული მოვლენები და ქვეყნის მთავარ გამზირზე დატრიალებული ტრაგედია; 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენა და თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების გახსენება
• არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის ნაწილი გამჭვირვალობის კანონპროექტს, რომლის ანალოგებიც დასავლეთში მრავლად იძებნება, კვლავ რუსულს უწოდებს და ერთი წლის შემდეგაც ქუჩაში გადის - მსვლელობა საკანონმდებლო ინიციატივის უკან გაწვევის მოთხოვნით
• ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხანდაზმული შვეიცარიელი ქალების სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ კლიმატის ცვლილება პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას არღვევს - კლიმატის საქმეზე მოპოვებული გამარჯვება და საერთაშორისო სასამართლოს პირველი გადაწყვეტილება გლობალური დათბობის შესახებ, რომელმაც შეიძლება, კანონზე გავლენა ევროპის 46 ქვეყანაში იქონიოს

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub