#მოამბე 21 საათზე, 4 აპრილი, 2024 #LIVE

04.04.2024 57:50

• პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებული რეზონანსული კანონპროექტი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ და დაპირისპირების ახალი ტალღა - ინიციატივის მოწინააღმდეგე ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი სავარაუდოდ, კვლავ გასული წლის სცენარის განმეორებისთვის ემზადება მმართველი გუნდი ოპონენტებს უცხოურ გავლენებზე ევროპულ ქვეყნებში მოქმედ, თუ ინიცირებულ ბევრად მკაცრ კანონპროექტებს ახსენებს
• ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ კანონპროექტზე საყოველთაო სახალხო განხილვები იწყება - პარლამენტის თავმჯდომარე პარტიებს კომისიის წევრების დასახელებისკენ მოუწოდებს; ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი პროცესში მონაწილეობას არ აპირებს, ნაწილი კი მკაფიო პოზიციას ამ დრომდე არ ასახელებს
• ერთი დღე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მე-60 რაუნდამდე - ქართული დელეგაციის დღის წესრიგი, განსახილველი საკითხები და მზადება მორიგი რთული დისკუსიისთვის
• NATO-ს დაარსებიდან 75 წლისთავზე ბრიუსელში შეკრებილმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის გრძელვადიანი დახმარების გეგმაზე იმსჯელეს - სტოლტენბერგის შეთავაზება 100-მილიარდიანი ფონდის შექმნასთან დაკავშირებით, ალიანსის სათადარიგო გეგმა აშშ-ში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში და არაერთგვაროვანი პოზიციები

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog