#მოამბე 21 საათზე, 8 აპრილი, 2022 #LIVE

08.04.2022 01:15:30

• სარაკეტო დარტყმები კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე - 50-ზე მეტი დაღუპული, მათ შორის 10 ბავშვი და ასობით დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქე; საერთაშორისო საზოგადოება მომხდარს ომის დანაშაულად აფასებს • ოფიციალური თბილისი კიევისგან ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებს ამ დრომდე უშედეგოდ ელის - მძიმე ბრალდებას დღეს უკვე საქართველოს პრემიერი გამოეხმაურა • პატიმრების სასტიკ წამებაში დადანაშაულებული კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადიცია საქართველოში - გერმანიიდან ექსტრადირებული ვლადიმერ კაპანაძე ციხეში 8 წელსა და 3 თვეს გაატარებს • „უკრაინული მოზაიკის“ მეოთხე ნაწილის პრემიერა - ქართველი რეჟისორის დოკუმენტურ სერიებში ასახული უკრაინის უახლესი ისტორია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: