საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი და ყოველწლიური ლიტერატურული პრემია

11.05.2015 03:14

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და მწერალთა სახლის ორგანიზებით, წელს პირველად, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, წელსვე დაწესდება ყოველწლიური ლიტერატურული პრემია, რომლის მიზანიც ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურება. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 2015 წლის 18-23 მაისს ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში თბილისს ეწვევა 25 - მდე უცხოელი მწერალი და პოეტი, მათ შორის ლიტერატურული წრეებისათვის კარგად ცნობილი ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი, უკრაინელი ავტორი სერგეი ჟადანი, ფრანგი მწერალი ფილიპ ბესონი, აგრეთვე, ამერიკელი, გერმანელი, ინგლისელი, იტალიელი და პოლონელი ავტორები. ფესტივალი ხელს შეუწყობს მსოფლიო ლიტერატურული სამყაროს დაინტერესებას ქართული მწერლობით, მეორე მხრივ კი მისცემს შესაძლებლობას ქართველ ავტორებსა და მკითხველს, დაამყარონ უშუალო კონტაქტი თანამედროვე უცხოელ მწერლებთან. ფესტივალის მხარდამჭერები არიან გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, ფრანგული ინსტიტუტი, აშშ-ს და იტალიის საელჩოები, ბოშის ფონდი, პოლონეთის წიგნის ინსტიტუტი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერ, დაწესდება ყოველწლიური ლიტერატურული პრემიაც, რომელიც სხვადასხვა ნომინაციაში გაიცემა. კონკურსის შედეგებს მწერალთა სახლის მიერ წარმოდგენილი ჟიური შეაფასებს, რომელიც 5 წევრისგან შედგება. ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად შეიცვლება; მასში ის მწერლები და ლიტერატორები შევლენ, რომელთა ნაწარმოებიც ამ წელს საკონკურსოდ არ განიხილება. გამარჯვებულის გამოვლენა (მინიმუმ 3 ხმის მიღების შედეგად) ფარული კენჭისყრით მოხდება. პროექტის მიზანი მიმდინარე ლიტერატურული პროცესების მხარდაჭერა, შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება და ახალი, საინტერესო ლიტერატურული ნაწარმოებების შესაქმნელად ავტორთა წახალისებაა. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი და ყოველწლიური ლიტერატურული პრემია
01:10

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი და ყოველწლიური ლიტერატურ...

culturegovge culturegovge

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი  „ავტორთა კითხვის თვე“
01:13

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ავტორთა კითხვის თვე“

culturegovge culturegovge

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი
01:33

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი მეხუთედ ჩატარდება
13:17

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი მეხუთედ ჩატარდე...

რადიო თავისუფლება

ფესტივალი „ზე-კართან“ 10 წლისაა - გიორგი კეკელიძის ლიტერატურული რუბრიკა
12:29

ფესტივალი „ზე-კართან“ 10 წლისაა - გიორგი კეკელიძის ლიტერატურ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარიამ წიკლაური სტუმრად ქალების ნარატივში
13:55

მარიამ წიკლაური სტუმრად ქალების ნარატივში

Mariam Tsiklauri Author

#ახალიდღე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი
12:31

#ახალიდღე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მწერალთა სახლში ლიტერატურული ფესტივალი  გაიხსნა
01:25

მწერალთა სახლში ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო