საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ავტორთა კითხვის თვე“
8 ივნისს, მწერალთა სახლში გაიმართა საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისადმი „ავტორთა კითხვის თვე“ (Authors’ Reading Month) მიძღვნილი პრესკონფერენცია. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური, ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომაშ პერნიცკი და ფესტივალის ორგანიზატორები: პეტრ მინარიკი და რენატა ობადალკოვა. ლიტერატურული ფესტივალი, სახელწოდებით - „ავტორთა კითხვის თვე“ (Authors’ Reading Month), რომელიც 2017 წლის ზაფხულში უკვე მე-18 ჩატარდება, ამჯერად, საქართველოს მასპინძლობს. ფესტივალი ჩეხეთის ქალაქ ბრნოში 2000 წლიდან ტარდება. 2011 წელს ფესტივალი გაფართოვდა და კიდევ ორი ქვეყანა - სლოვაკეთი და პოლონეთი მოიცვა. 2017 წელს კი ავტორების ფესტივალი 4 ქვეყნის 5 ქალაქს მოივლის: ბრნო და ოსტრავა (ჩეხეთი); კოშიჩე (სლოვაკეთი); ვროცლავი (პოლონეთი); ლვოვი (უკრაინა). ფესტივალის ფორმატის მიხედვით, ყოველ წელს საპატიო სტუმარი ერთი კონკრეტული ქვეყანა და მისი 31 ავტორია. უკრაინისა და ესპანეთის შემდეგ, წელს, ფესტივალის ფოკუსში საქართველო იქნება მოქცეული. ფესტივალი ივლისში ტარდება. 31 დღის განმავლობაში (1 ივლისიდან 4 აგვისტომდე) 31 ქართველი ავტორი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 4 ქვეყნის 5 ქალაქს ეწვევა. ლიტერატურული კითხვის საღამოები თავდაპირველად ჩეხეთის ქალაქ ბრნოში გაიმართება, ყოველ შემდეგ დღეს კი ქართველი ავტორი მომდევნო ქალაქს ეწვევა: ვროცლავი (პოლონეთი); ოსტრავა (ჩეხეთი); კოშიცე (სლოვაკეთი) და ლვოვი (უკრაინა). პარალელურად თითოეულ ქალაქში იმართება ადგილობრივი მწერლის მკითხველთან შეხვედრა, თვის ყოველი დღე ეთმობა ერთი ქართველი და ერთი ლოკალური მწერლის ღონისძიებას. ფესტივალზე თანამედროვე ქართული ლიტერატურა ყველა ჟანრით იქნება წარმოდგენილი. 31 ავტორი 155 ღონისძიებას გამართავს. ფესტივალი ფარავს 4 ქვეყანას, სადაც მკითხველთა აუდიტორიის გარდა, ავტორებს შეხვედრები ექნებათ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან, გამომცემლებთან, ლიტერატურულ პროცესებში ჩართულ სხვა პროფესიონალებთან. საქართველოს მხრიდან ფესტივალის თანაორგანიზატორია მწერალთა სახლი, პროექტის ფინანსური მხარდამჭერი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. http://www.autorskecteni.cz/
მსგავსი ვიდეოები
საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი და ყოველწლიური ლიტერატურ...
culturegovge culturegovge
ქართული პროგრამის პრეზენტაცია ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე
culturegovge culturegovge
საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი და ყოველწლიური ლიტერატურ...
culturegovge culturegovge
საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ზე-კართან
საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი "ზე-კართან"
ვახტანგ ბერიძე
ფესტივალი „ზე-კართან“ 10 წლისაა - გიორგი კეკელიძის ლიტერატურ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster