მოშიმშილე დევნილები აქციის გაგრძელებას თბილისში გეგმავენ

02/02/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის რაონულ სავადმყოფოში ჩასახლებული მოშიმშილე დევნილები თბილისში ჩასვლას და აქციის გაგრძელებას ევროკავშირის ოფისთან გეგმავენ.

„დღეს კენჭს უყრიან უვიზო მიმოსვლას, იქ დაჯდება ხუთი პირამოკერილი კაცი და ნახავენ ესენი, თუ როგორ მიიღებენ ამ რეზოლუციას“, - აღნისნა ტარიელ ქობალიამ.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროოს მანუჩარ ჩილაჩავას მისი ნათესავებისთვის მაღალი ქულების ხელოვნურად მინიჭებაში ადანაშაულებენ. ამასთან , ისინი ჩილაჩავას ცოლის ძმისა და სიმამრის სარეიტინგო ქულების გადამოწმებას ითხოვენ.

თავის მხრივ, დევნილთა სამმართველოს უფროსი ბრალდებეს აბსურდულს და ცრუ ინფორმაციას უწოდებს.

„არაერთხელ იყვნენ ჩემთან მოსულები, გაესაუბრა ჩემი სამინისტოს წარმომადგენელი და აუხსნა, რომ კონკურსის წესით მოხდებოდა მათი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. რაც შეეხება ჩემი სიმამრის ქულებს, ის მას 2014 წელს მიენიჭა, როდესაც მე ამ სისტემასთან შეხება საერთოდ არ მქონდა, ამ ეტაპზე აპლიკანტი არის ჩემი ცოლის ძმა, რომელსაც აქვს ცხრა ნახევარი ქულა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია იღებს და დაველოდოთ მას“, - განაცხადა მანუჩარ ჩილაჩავამ.

იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც, სოციალურად დაუცველებიც არიან, მათთვის მინიჭებულ ქულებს აპროტესტებენ და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. ხუთდღიანი შიმშილობის შემდეგ რამდენიმე დევნილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.ამ დროის განმავლობაში ისინი სავადმყოფის ეზოში გაშლილ კარავში ცხოვრობა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან